კლაუდია შიფერი
კლაუდია შიფერი | |
---|---|
კლაუდია შიფერი კანში | |
დაბ. თარიღი | 25 აგვისტო, 1970 |
დაბ. ადგილი | რაინბერგი, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია, გერმანია |
სიმაღლე | 180,5 სმ |
მკერდი | 94 სმ |
წელი | 62 სმ |
თეძო | 91,5 სმ |
თმის ფერი | ქერა |
თვალები | ცისფერი |
ეროვნება | გერმანელი |
კლაუდია შიფერი (დ. 25 აგვისტო, 1970) — გერმანელი ტოპ-მოდელი და მსახიობი, რომელმაც დიდების ზენიტს 1990-იან წლებში მიაღწია ბრიჟიტ ბარდოსთან მსგავსების წყალობით. შიფერი მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, ის 900-ზე მეტი ჟურნალის გარეკანზეა მოხვედრილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლაუდია გუდრუნ და ჰაინც შიფერების ქალიშვილია. მას ორი ძმა - სტეფანი და ენდრიუსი და ერთი და ანა კაროლინი ჰყავს. კლაუდია საშუალო სკოლაში უკვე პოპულარული გოგონა იყო, თუმცა, თავს ყოველთვის კლასელი გოგონების ჩრდილქვეშ გრძნობდა, რადგან სიმაღლის კომპლექსი ჰქონდა და ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მასზე ადგილობრივ გოგონებს არც თუ კარგი წარმოდგენა ჰქონდათ, რადგან, შეძლებული ოჯახის შვილი იყო, რაც მის პატარა ქალაქში ყველამ კარგად იცოდა.
კლაუდიას ბევრი კერძო პედაგოგი ჰყავდა, ამიტომ, ის ფრანგულსა და ინგლისურ ენებს სრულყოფილად ფლობს.
კლაუდიას თავიდან ადვოკატობა სურდა, რათა მამამისის იურიდიულ ფირმაში ემუშავა. მაგრამ, 1987 წელს, 17 წლის ქერა ლამაზმანმა იურისტობა გადაიფიქრა, რადგან დიუსელდორფის ღამის კლუბში „მეტროპოლიტენის“ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა მიშელ ლევატონმა შენიშნა და კონტრაქტიც მალევე გაუფორმა.
მოდელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან განათლების მიღება დაასრულა და მოდელად დაიწყო მუშაობა. კლაუდია პარიზში ჩაფრინდა ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად, შემდგომ, ის ფრანგული ELLE-ს გარეკანზე ჩნდება, პარიზი კი მის ფოტოს თბილად ხვდება. კიდევ რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა და მას უკვე სუპერმოდელს უწოდებენ. კარლ ლაგერფილდმა მასთან ხანგრძლივვადიანი მუშაობა ისურვა და კლაუდიაც შანელის ახალი სახე გახდა. იმხანად კლაუდიას სახით, მსოფლიოს ახალი თავთუხისფერთმიანი, ლურჯთვალება და ძალიან მაღალი მოდელი მოევლინა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიჩი რიჩი (1994) — თვითონ როგორც აერობიკის ინსტრუქტორი
- ბლექაუთი (1997) — სუზენი
- შავი და თეთრი (1999) — გრეტა
- მეგობრები & საყვარლები (1999) — კარლა
- იმედდაკარგული მაგრამ არასერიოზული (1999) — გიგი
- დევნაში (2001) — კეთრინ უელსი
- ცხოვრება დიქის გარეშე (2001) — მერი
- ნამდვილი სიყვარული (2003) — ქეროლი